LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშაძე: „თბილისი საცობების ქალაქია, საქართველო საცობების ქვეყნად აქციეთ, ეს არის შუა დერეფნის განვითარება?!“

131
ვაშაძე და ქარსელაძე

„თბილისი საცობების ქალაქია, საქართველო საცობების ქვეყნად აქციეთ, ეს არის შუა დერეფნის განვითარება?!“ – ამ განცხადებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს მიმართა.

ირაკლი ნადირაძე: „არა კალაძის საცობებს!“ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კახა კალაძე და მისი რუსული მთავრობა ვაიძულოთ, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლითაც ჩვენი შვილები არ დაიხრჩობიან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრი 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს, ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ საცობებმა ქვეყანაში გადაადგილება შეუძლებელი გახადა.

„ალბათ, ყველა დამეთანხმებით, რომ 23 მილიარდი ძალიან დიდი თანხაა, რომელიც დაიხარჯა ინფრასტრუქტურაში.

მინდა ინფრასტრუქტურაში თქვენი მიღწევები ჩამოგითვალოთ – ბათუმის შესასვლელში საცობია, გურიაში საცობია, ზესტაფონში კატასტროფა ხდება, შემოვლითი გზა არ არის და საცობია, სამტრედია-გრიგოლეთზე აღარ ვიტყვი, ყველა ამაზე ლაპარაკობს ერთი ხიდი ვერ დაგიმთავრებიათ.

წვიმას დააბრალეთ და 30 წლის წინ გაკეთებულმა ხიდებმა გაუძლო და თქვენმა 1 წლის წინ გაკეთებულმა ხიდმა ვერ გაუძლო. რუსთავიდან თბილისში შემოსასვლელში საცობია, თელავიდან თბილისში შემოსასვლელში საცობია, მცხეთის მიმართულებით საცობია, გუდაურის გზაზე კატასტროფა ხდება, ორი მანქანა ვერ უვლის გვერდს. ისეთი საცობია 1,5-საათიან გზას 8 საათი ანდომებენ ადამიანები.

„კანონმორჩილი ხალხი ვდგავართ, კბილებს ვაღრჭიალებთ უსასრულო საცობებში და ამ დროს ავტობუსის ზოლში ჩაგიშხუილებს 700 მანქანა, ძალიან რომ ჰგავს მთავრობის მანქანებს“ – ალეკო ელისაშვილი 

გოდერძის უღელტეხილზე საცობი არ არის, რადგან 10 წელია იმ გზას ჰპირდებით და მანქანა უბრალოდ იქ არ მიდის იმიტომ, რომ ისეთი გზაა ვერ გაივლის. ამ საცობებისთვის უხდით მადლობას ამ ადამიანს?!

კალაძის საცობებმა თბილისში ხომ ბოლო მოგვიღო, ვერც სამსახურში მიდიხარ, ბავშვი სკოლაში ვერ მიგყავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჭედილია და საქართველოში ქარსელაძის საცობები შეიძლება დავარქვათ, რომელმაც უბრალოდ ამ ქვეყანაში გადაადგილება შეუძლებელი გახადა.

თბილისი საცობების ქალაქია, საქართველო საცობების ქვეყნად აქციეთ, ეს არის შუა დერეფნის განვითარება?!“. – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ხაბეიშვილზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს, საზოგადოებისთვის ვამბობ: ვცდილობთ, ერთი წლის განმავლობაში, 2-3 პროექტი განხორციელდეს, რომ ქალაქში კოლაფსი არ იყოს“ – კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g