კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაშინგტონის უნივერსიტეტი 9 მარტიდან ონლაინ ლექციების სისტემაზე გადადის. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც უნივერსიტეტის ერთ-ერთ თანამშრომელს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. ინფორმაციას abc news ავრცელებს. მათივე ცნობით, დაინფიცირებული პირი ამ დროისთვის თვითოზოლაციაში იმყოფება.
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უნივერსიტეტის ოთახები სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება. სწავლის პროცესის ჩვეულებრივად გასაგრძელებლად კი ლექციები ინტერნეტით ჩატარდება.
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე 100 ათასს გადასცდა – ახალი სტატისტიკა მსოფლიო მასშტაბით
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადების შემთხვევები დაფიქსირებულია ქვეყნის 19 შტატში.
ამასთან, მაიკ პენსის განცხადებით, კალიფორნიის სანაპიროსთან მდგარ საკრუიზო ხომალდ „გრანდ პრინცესის“ ბორტზე მყოფ პირებს შორის კორონავირუსით ინფიცირება 21-ს დაუდასტურდა. მათ შორის, ეკიპაჟის 19 წევრი და ორი მგზავრია. სულ კვლევა ბორტზე მყოფთაგან 49 ადამიანს ჩაუტარდა.
აშშ-ის ტერიტორიაზე დაავადებულთა რაოდენობა 200-ს აღემატება.
ამავე თემაზე:
ცრუ იმედია იმის თქმა, რომ კორონავირუსი ზაფხულში უბრალოდ გაქრება – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი
ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა:”არ მინდა ეს საკითხი დამატებითი პანიკის წყარო გახდეს”
გამყრელიძე: ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება, ნუ დავმალავთ სიმპტომებს