მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 100 ათასს გადასცდა. ვირუსმა 3 491 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid 19-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევები კიდევ ორ სახელმწიფოში – კოლუმბიასა და პერუში გამოვლინდა.
კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა მეზობელ აზერბაიჯანში. ამ დროისთვის, დაავადებულთა რიცხვმა ქვეყანაში ცხრას მიაღწია.ადგილობრივი მედიის ცნობით, სამივე ახალი შემთხვევა ირანთან არის დაკავშირებული.
ცრუ იმედია იმის თქმა, რომ კორონავირუსი ზაფხულში უბრალოდ გაქრება – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი
ბოლო 24 საათის განმვლობაში, ვირუსით იტალიაში 49 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ჩინეთთან და ირანთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. დაინფიცირების შემთხვევები იზრდება გერმანიასა და საფრანგეთში. ორივე სახელმწიფოში დაავადებას 700-მდე პაციენტი ებრძვის.
დღესდღეობით კორონავირუსი მსოფლიოს 97 ქვეყანაშია გამოვლენილი.
საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 12 ადამიანიდან 10 პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიაში მოგზაურობის ისტორიას. ამჟამად მიმდინარეობს იმ ადამიანების კვლევა, ვისაც კონტაქტი ჰქონდათ იტალიასთან დაკავშირებული კორონავირუსის დადასტურებულ შემთვევებთან.
ამირან გამყრელიძის შვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა:”არ მინდა ეს საკითხი დამატებითი პანიკის წყარო გახდეს”
გამყრელიძე: ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება, ნუ დავმალავთ სიმპტომებს