„იუმორისტ ვასო ფხაკაძეს ყოფილი პოლიციელი ემუქრება“, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, გრძელდება მუქარა და დაშინება მსახიობებსა და ტელეკომპანია პირველის თანამშრომლებზე. ადვოკატი წერს, რომ აღნიშნული პირი იდენტიფიცირებულია.
„გრძელდება მუქარა და დაშინება მსახიობებსა და ტელეკომპანია პირველის თანამშრომლებზე. ვიცავ ვასო ფხაკაძის ინტერესებს. ვ.ფხაკაძეს 12 მარტს, დღისით, სახლში დაადგა პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მაგრამ ვასო სახლში არ დახვდა. ოჯახის წევრს ნომერი მოტყუებით გამოართვეს.
შემდგომ იმავე მამაკაცმა ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკა, აგინა, დაემუქრა, მოგონილი მიზეზები გაუჟღერა და მთელი დღე სახლთან ელოდა. ეს პირი იდენტიფიცირებულია.
ამ წუთებში საჩივარი შეგვაქვს თბილისის პროკურატურაში და ველოდებით გამოძიების დაწყებას“, – წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
გრძელდება მუქარა და დაშინება მსახიობებსა და ტელეკომპანია პირველის თანამშრომლებზე. ვიცავ Vaso Pkhakadze-ის…
Posted by Tornike Migineishvili on პარასკევი, 14 მარტი, 2025