20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის პოლიციელი ოთარ ღვინაშვილია, რომელიც სროლის დროს მოქალაქეს გადაეფარა და სასიკვდილოდ დაიჭრა.
ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოდან ვაზისუბანში გადმოასვენეს, სადაც დღეს მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ამ წუთებში ოთარ ღვინაშვილის სახლთან იმყოფებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც გმირულად დაღუპულ კოლეგას პატივს მიაგებენ.
ცნობისათვის, 20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.
გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.
მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:
ცნობილია საგარეჯოში ყოფილი სამხედროს მიერ მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა