LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვცდილობთ, ხორბლის მარაგების შემოტანა მოვასწროთ, მსოფლიოში დაძაბული მდგომარეობაა – ლევან სილაგავა

74
puriiii

მთავრობა ფქვილს რომ არ ასუბსიდირებდეს, პური 15-20 თეთრით გაძვირდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს. ლევან სილაგავა ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასების მიმართულებით დაძაბული მდგომარეობაა.

„დღევანდელი რეალობა ისაა, რომ სულ რაღაც 15 დღეში რუსეთი კვოტირების ფარგლებში შემოიღებს 25 ევროს საბაჟოს გადასახადს და 1-ლი მარტიდან, ეს უკვე 50 ევრო იქნება. გარკვეული რაოდენობა შემოტანილი გვაქვს, თუმცა დღესაც მიმდინარეობს დაძაბული მუშაობა, რომ ამ საბაჟო ტარიფებმა არ იმოქმედოს და მოესწროს გარკვეული რაოდენობის ხორბლის მარაგების შემოტანა. ამასთან, ზოგადად მსოფლიოში დაძაბული მდგომარეობაა, თუ სექტემბერში 200 დოლარად შემოგვქონდა ხორბალი, დღეს 300 დოლარად შემოგვაქვს. ეს გაძვირება გადავიდა ფქვილში და უნდა გადასულიყო პურში. სუბსიდირების პროგრამა რომ არ მუშაობდეს, პურის დღევანდელი ფასი 15-20 თეთრით მეტი იქნებოდა“,-აღნიშნა სილაგავამ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა დეკემბერში დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები