LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც წარმოუდგენლად ადვილია ბიზნესის კეთება, სადაც მე ხელს არ მიშლის ბიზნესის კეთებაში სასამართლო“ – ირაკლი რუხაძე

189
BeFunky-collage0კ,პ654=9 - 2025-02-19T014008.712

ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც წარმოუდგენლად ადვილია ბიზნესის კეთება, სადაც მე ხელს არ მიშლის ბიზნესის კეთებაში სასამართლო, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

მისივე თქმით, სააკაშვილის დროს ორ მილიონზე მეტი თუ ჩაგერიცხებოდა ბანკში, თუ ახლობელი იყავი უნდა დაგებანდებინა, თუ მტერი იყავი უნდა წაერთვათ.

„მე ვხედავ შემდეგ რაღაცას, ვხედავ, რომ ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელშიც [„ქართული ოცნების“ პირობებში] ომი არ ყოფილა, ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც წარმოუდგენლად ადვილია ბიზნესის კეთება, სადაც მე ხელს არ მიშლის ბიზნესის კეთებაში სასამართლო.

ვერცერთი დამისახელეთ ხომ? მე შემიძლია 50 დაგისახელოთ, ასე რომ ჩამოვარაკრაკო, მარტო ჩემი იქნება ათი, წართმეული ბიზნესები იქიდან [„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში], თქვენ ერთს ვერ მეუბნებით [„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში]. რა რეფორმა გააკეთესო, მთავარი რეფორმა არის ეგ, რომ ხალხს მიეცა საშუალება ფული გამოაჩინოს. სააკაშვილის დროს ორ მილიონზე მეტი თუ ჩაგერიცხებოდა ბანკში, თუ ახლობელი იყავი უნდა დაგებანდებინა, თუ მტერი იყავი უნდა წაერთვათ. დღეს ჩვენ შეგვიძლია ფული გავაკეთოთ, დავაბანდოთ“, – აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g