ორხევის დასახლებაში გუშინ ხმაური იყო – სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებლებმა იქ არსებული პირობები გააპროტესტეს.
მოქალაქეები ამბობენ, რომ შენობა, რომელშიც ისინი მერიამ შეასახლა, ჭაობზე დგას, კედლები დაბზარულია, ზაფხულში არიან გველები და ანტისანიტარიაა.
„ვცხოვრობთ 75 ოჯახი, 120 ბავშვი, კედლები გაიბზარა, გარედან არის საშიშროება, რომ კედელი ჩამოინგრეს“, – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.
კალაძე: ვმუშაობთ იმაზე, რომ ადამიანმა მიიღოს უსახლკაროს სტატუსი - არ ვსაუბრობ ისეთ ადამიანებზე, რომელთაც 3-3 ავტომობილი, მიწები და ბინები აქვთ
ვმუშაობთ იმაზე, რომ ადამიანმა მიიღოს უსახლკაროს სტატუსი - ცხადია, თუ მართლა უსახლკაროა, - აცხადებს კალაძე.
მოსახლეობა ამბობს, რომ დაწყებულია ნგრევის პროცესი, რაც იქ ცხოვრებას სიცოცხლისთვის საშიშს ხდის.
გარდა ამისა, მოქალაქეები ითხოვდნენ, შენობაში მედიის წარმომადგენლები შეეშვათ, თუმცა დაცვის თანამშრომელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრძანება აქვს ამის საშუალება არავის მისცეს.