LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოსიპედი რესპუბლიკის მოედანზე, ენმ-ს სიმბოლოა, თუ არ გავიტანთ აქედან, 1 რული მოვხსნათ: გია გაჩეჩილაძე

412
უცნობი - ველოსიპედის ძეგლი

„ველოსიპედი რესპუბლიკის მოედანზე, ენმ-ს სიმბოლოა, თუ არ ავიღებთ, 1 რული მოვხსნათ“, – ამის შესახებ განცხადება გია გაჩეჩილაძემ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს გააკეთა.

მისივე თქმით, სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს გამოხატავს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას და მათი სიმბოლოა.

„ეს ველოსიპედი, რომელიც ძალიან დიდი ხანია დგას რესპუბლიკის მოედანზე და ასახავს ზუსტად მათ მმართველობას, მათ რეჟიმს, რომელსაც ორი „რული“ აქვს და რომელიც არსად არ მიდის. აი, ეს არი… ხომ იცით, სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ზუსტად გამოხატავს ეს ველოსიპედი მათ მმართველობას და მათი მმართველობის სიმბოლოა. მე გთხოვთ ისევე, როგორც გთხოვეთ წინა შემთხვევაში ღირსების დღის დაფუძნებასთან დაკავშირებით, ასევე ამ შემთხვევაში, რომ თუ ველოსიპედს არ გავიტანთ აქედან, ერთი „რული“ მაინც მოხსენით თქვენ მამცხონებულებო, რომ წინ მაინც წავიდეთ. წინ. ერთი „რული“ მოვხსნათ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიმბოლოებს“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g