LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ველოსიპედზე ამხედრებული სააკაშვილი ბრძოლას განაგრძობს”

171

ველოსიპედზე შემომჯდარი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის ხელისუფლებასთან ბრძოლას განაგრძობს – ამ პათოსით და შესაბამისი ფოტოთი სტატიას ჰოლანდიური გაზეთი აქვეყნებს.

სააკაშვილის დღევანდელი ყოფისა და გეგმების შეესახებ “ფორტუნა” სტატიის მოკლე თარგმანს გთავაზობთ:

სააკაშვილის დაქირავებული ველოსიპედი, საკმაოდ შელახულია. საქმეები კარგად არ მიდის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც მხრებს იჩეჩავს.

ის მალე თავისი უკრაინული ველოსიპედის ტრანსპორტირებას აპირებს.

სხვა შემთხვევაში მას კიდევ ერთი ველო ტერნეუზენშიც ყავს, იქ სადაც მისი სიდედრ-სიმამრი ცხოვრობს და მის მეუღლეს სანდრას სახლი აქვს.

ამსტერდამის ცენტრალურ ქუჩაზე, წითელი ღვინისა და წვნიანის ფონზე ის თავის ჰოლანდიურ პირადობის მოწმობას გვიჩვენებს, რომელიც იანვარში გაიცა და 2022 წლამდე ძალაშია.

პოლიტიკოსი, ჰოლანდიელი სპიკერების აკადემიასთან დაახლოებულია, ამიტომ შემოსავლებთან დაკავშირებით არ ღელავს.

მისი მეუღლე სანდრა კი, რომელიც ბოლო წლებია საქართველოში ცხოვრობს და ჰოლანდიას რეგულარულად სტუმრობს, აპირებს მის ქმარს შეუერთდეს და თეზისები წეროს.

აპირებს ნიკოლოზისთვის სკოლა მოძებნოს და ჰოლანდიური ისწავლოს.

“ეს ბავშვების და სანდრას საიდუმლო ენაა”, – ამბობს სააკაშვილი.

გამოცემაში ასევე საუბარია იმაზე, რომ სანდრა და ცხელი პოლიტიკოსი, ამ სცენარისთვის გარკვეული დროის განმავლობაში ემზადებოდნენ.

როჯერ კრემერსის ფოტო

ამ ფოტომ და სტატიამ კი “ფორტუნაში” “ფანტომასიდან” ეს ეპიზოდი გაგვახსენა:

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები