აშშ, კენტუკის შტატში დაკარგული კაცი 2 კვირის განმავლობაში ველურ ბუნებაში ცდილობდა გადარჩენას და მისი პოვნა შემთხვევით შეძლეს. ამის შესახებ CBS News წერს.
ივლისის დასაწყისში 48 წლის სკოტ ჰერნი ჩანჩქერების სანახავად წავიდა და დაიკარგა.
მაშველები კაცის საძებნელად ძაღლებთან ერთად გაემართნენ, მანამდე კი შეისწავლეს მისი დღიურები, სადაც ის ნანახ ლოკაციებს მთელი სიზუსტით აღწერდა. მაშველები ტყე-ღრეში რამდენიმე დღე დადიოდნენ, თუმცა სკოტის კვალს ვერ მიაგნეს. „ჩვენი იმედი ნელ-ნელა ქრებოდა“ – იხსენებს ერთ-ერთი მაშველი.
თუმცა, მანამ სანამ ძებნას შეწყვეტდნენ მათ ფეხსაცმლის კვალი ნახეს, მას მიჰყვნენ და დახმარების თხოვნაც გაიგეს.
დაკარგული იპოვეს და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სკოტის გადარჩენა ნამდვილად სასწაულად შეაფასეს, რადგან ველურ ბუნებაში საკვებისა და სასმლის გარეშე ამდენი ხნის გატარება არც თუ ისე მარტივია.