კონკურსის Comedy Wildlife Photography Awards-2022 გამარჯვებული გამოვლენილია. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.
ველური ბუნების ყველაზე სასაცილო კადრი გახდა ფოტო სახელად „ არც ისე კატური რეფლექსი“ (Not so cat-like reflex), რომელზეც 3 თვის ბოკვერია გამოსახული. კადრი ჯენიფერ ჰედლიმ ტანზანიის ნაციონალურ პარკში გადაიღო.
„არავინ ელოდა, რომ ეს მოხდებოდა და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვნერვიულობდით მის უსაფრთხოებაზე. საბედნიეროდ, ისე როგორც სხვა კატების შემთხვევაში, მან დროულად გასწორება მოასწრო და ძირს 4 თათზე დაეცა. შემდეგ წამოიმართა და თავის და-ძმასთან ერთად გაიქცა“ – გაუზიარა ჟურნალისტებს ფოტოგრაფმა.
მთავარი პრიზი საფარის ბუნებრივ ნაკრძალში ერთ კვირიანი ტურია. გარდა ამისა, ჰედლის ხელით დამზადებული უნიკალური ჯილდოც გადასცეს.
მთლიანობაში წელს ჟიურიმ 5000-მდე განცხადება მიიღო და ეს კადრები მსოფლიოს 85 ქვეყანაში იყო გადაღებული. ფინალისტთა სიაში სულ 40 ნამუშევარი მოხვდა.