LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენა მსოფლიოს ყველაზე კომფორტულ ქალაქად დასახელდა – კიდევ რომელი ქალაქები მოხვდნენ სიაში

233
vena

ბრიტანულმა გამოცემა The Economist-მა ავსტრიის დედაქალაქი, ვენა მესამე წელია, საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქად დაასახელა.

სტაბილურობა და კარგი ინფრასტრუქტურა არის ქალაქის მთავარი ხიბლი მისი მცხოვრებლებისთვის, ქალაქში ასევე არის  უამრავი შესაძლებლობა კულტურისა და გართობისთვის.

ვენა 2018 და 2019 წლების რეიტინგშიც ლიდერობდა, რის შემდეგაც, 2020 წელს კორონავირუსული შეზღუდვების გამო ახალი ზელანდიის ოკლენდთან წააგო.

დღეს, რეალობა შეიცვალა, ახალი ზელანდია აწესებს შეზღუდვებს, ევროპა კი ხსნის.

ყველაზე კომფორტული ქალაქების ათეულში უმეტესობა დასავლეთ ევროპიდანაა, როგორიც არის კოპენჰაგენი და ციურიხი. ათეულში, ასევე, კანადისა და ავსტრალიის რამდენიმე ქალაქი შედის. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში 23 პოზიციით დაწინაურდა პარიზი და  ყველაზე კომფორტული ქალაქების ჩამონათვალში მე-19 ადგილს იკავებს. ბევრისთვის საოცნებო ნიუ იორკი კი 51-ე პოზიციაზეა.

უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო კიევი ამჟამინდელ რეიტინგში ვერ მოხვდა.

რაც შეეხება ცხოვრებისთვის ყველაზე არაკომფორტულ ქალაქებს, The Economist ანტირეიტინგის ლიდერად ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლს ასახელებს. მას მოსდევს ნიგერიის დედაქალაქი, ლაგოსი და სირიის დედაქალაქი, დამასკო.

რუსეთის ქალაქებმა, მოსკოვმა და სანქტ-პეტერბურგმა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და ცენზურის ატმოსფეროს გამო რეიტინგში პოზიციები გაიუარესეს. ამასთან, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების გამო პოზიციები დაკარგეს აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქალაქებმაც, კერძოდ ვარშავამ და ბუდაპეშტმა.

ცნობისთვის, The Economist-ის რეიტინგი ცხოვრების კომფორტულ დონეს მსოფლიოს 172 ქალაქში 30-ზე მეტ ფაქტორზე დაყრდნობით განსაზღვრავს. მათ შორის არის სტაბილურობა, ჯანდაცვა, კულტურა, გარემო, განათლება, ურბანული ინფრასტრუქტურა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები