LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენა მსოფლიოში ყველაზე კომფორტული ქალაქი აღმოჩნდა

203
thumb_1024x663_woman-vienna-11zon

ვენა უკვე მეორედ, საცხოვრებლად მსოფლიოში ყველაზე კომფორტული ქალაქი ხდება. საინტერესო რეიტინგი ტრადიციულად სააგენტო Economist Intelligence Unit-მა გამოაქვეყნა.
მეორე ადგილს ისევ კოპენჰაგენი იკავებს.

წლევანდელ რეიტინგში მსოფლიოს 173 ქალაქი მოხვდა. დასახლებები ექსპერტებმა ისეთი კრიტერიუმებით შეაფასეს როგორიცაა – განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ეკოლოგიის ხარისხი, ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების დონე და კულტურული ცხოვრება.

ვენამ ლიდერობა უსაფრთხოების მაღალი დონის, განვითარებული ინფრასტრუქტურის და მრავალფეროვანი კულტურული ცხოვრების დამსახურებით შეინარჩუნა.

კოპენჰაგენი თავის მხრივ, ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის განათლების, ასევე განვითარებული საქალაქო ინფრასტრუქტურისთვის გამოარჩიეს.

მსოფლიოს 10 ყველაზე კომფორტული ქალაქი:
1. ვენა (ავსტრია)
2. კოპენჰაგენი (დანია)
3. მელბურნი (ავსტრალია)
4. სიდნეი (ავსტრალია)
5. ვანკუვერი (კანადა)
6. ციურიხი (შვეიცარია)
7. კალგარი (კანადა)
8. ჟენევა (შვეიცარია)
9. ტორონტო (კანადა)
10. ოსაკა (იაპონია).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები