LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენა საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქია

108

ვენა საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქია. ავსტრიის დედაქალაქი ყველაზე კომფორტულად უკვე მეცხრედ დაასახელეს. მეორე და მესამე ადგილი კი ციურიხმა (შვეიცარია) და ოკლენდმა (ახალი ზელანდია) დაიკავეს. საუკეთესოთა ათეულში ასევე სამი გერმანული ქალაქი – მიუნხენი, დუსელდორფი და ფრანკფურტიც მოხვდნენ.

ანალიტიკოსებმა რეიტინგი რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით შეადგინეს. მათ შორის იყო პოლიტიკური და სოციალური სიტუაცია, ეკონომიკისა თუ კულტურის მდგომარეობა, ცხოვრების ღირებულება, განათლება და ჯანდაცვა.

საინტერესოა, რომ წელს შესამჩნევი გაუმჯობესება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აღინიშნა და სარაევოში, ბრატისლავასა თუ ბელგრადში ცხოვრება ბევრად უფრო კომფორტული გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები