LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენამ ღვინის მოყვარული ტურისტებისთვის სპეციალური ტურები მოამზადა

40

ვენამ ღვინის მოყვარული ტურისტებისთვის სპეციალური ტურები მოამზადა. 29 და 30 სექტემბერს ავსტრიის დედაქალაქში ჩასულ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ რომ ყველაზე დიდი ვენახები მოინახულონ, მეღვინეობის ტრადიციები უკეთ შეისწავლონ და უგემრიელესი ღვინოებიც დააგემოვნონ. ვენახებში დაგეგმილი ტურები ფეხით მოსიარულეთათვის იქნება განკუთვნილი და ყველაზე დიდი მარშრუტი 10,8 კმ-ს მოიცავს. მთლიანობაში კი მოგზაურებს რამდენიმე ვარიანტი ექნებათ და სასურველ ტურს თავისი გემოვნებისა და შესაძლებლობების ფარგლებში შეარჩევენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები