LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენაში თუთიყუშებისა და კუების მომავალ მფლობელებს სპეციალური კურსების გავლა მოუწევთ

30
og_image

2023 წლიდან ვენაში ახალი კანონი ამოქმედდება. თუთიყუშის ან ნებისმიერი სხვა ეგზოტიკური ცხოველის შეძენის მსურველებს სპეციალური კურსის გავლა მოუწევთ, რათა თავისი კომპეტენცია დაამტკიცონ. ინფორმაციას ამის შესახებ Today Times ავრცელებს.

მსგავსი წესები ძაღლების მფლობელებისთვის ქვეყანაში უკვე კარგა ხანია მოქმედებს.

კურსი 4 საათის განმავლობაში გაგრძელდება და მისი საფასური 40 ევრო იქნება. ლექციაზე მომავალ მეპატრონეებს ცხოველების მოვლისა და შენახვის საბაზისო წესებს აუხსნიან. კურსის შემდეგ გასცემენ სერტიფიკატს, რომლის გარეშეც მსურველები ვერც თუთიყუშს, ვერც გველს, ქამელეონს თუ კუს ვერ შეიძენენ.

ასეთი პროცედურის შემოღების მიზეზი ეგზოტიკური ცხოველების მიტოვების გახშირებული ფაქტებია. ვენის მერიის ინფორმაციით, ცხოველებს ის ადამიანები ტოვებენ ვინც მათი მოვლის საბაზისო წესები არ იცის და თავის შესაძლებლობებიც გადაფასებული აქვს.
ევროპა ცხოველთა ყოლის წესებს მუდმივად ამკაცრებს, რათა მათი უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები