ვენაში გაიხსნა RapairCafe – ადგილი, სადაც გაფუჭებული ელექტრო ტექნიკის და ტანსაცმლის შეკეთება სპეციალისტის ხელმძღვანელობითაა შესაძლებელი. მიზანი – ციკლური ეკონომიკის პოპულარიზაციაა, რათა მოქალაქეებმა ძველი ნივთების გადაყრის ნაცვლად მათი შეკეთება ისწავლონ და საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც შეამცირონ.
„ჩვენ ძალიან ბევრ ნივთს ვყრით, არადა მათი შეკეთება და გამოყენება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი“, – წერია პროექტის საიტზე.
RepairCafe-ში მისვლა მცირე ზომის ელექტრონიკით და ტანსაცმლითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, იღებენ ველოსიპედებსა და კერამიკას.
მოხალისე-სპეციალისტები მოტანილ ტექნიკას და ტექსტილს თავად შეაკეთებენ ან პატრონს ამის გაკეთებას ასწავლიან. თითოეულ რემონტს ნახევარ საათზე მეტი არ უნდა დასჭირდეს, ამიტომ რთულად შესაკეთებელი ნივთების RapirCafe-ში მიტანა არ გამოვა.
პროექტი ადგილობრივებს არამხოლოდ ფულს და დროს დაუზოგავს, არამედ ახალი უნარების შეძენაშიც დაეხმარება.