LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეცია 2026 წელს ერთდღიანი ტურისტების გადასახადს აღადგენს

119
1366x768_cmsv2_2a174bec-ef16-5b0

ვენეციის საქალაქო საბჭომ დაადასტურა, რომ 2024 წლის ზაფხულში შემოღებული ერთდღიანი ტურისტული გადასახადი 2026 წელს დაბრუნდება.

გადასახადი მიზნად ისახავს ერთდღიანი ტურიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც ხშირად ტვირთავს ხოლმე ქალაქს ისედაც ყველაზე დატვირთულ თვეებში და არანაირი სარგებელი არ მოაქვს მისი მცხოვრებლებისთვის.

თუმცა, წლევანდელი მონაცემები აჩვენებს, რომ გადასახადის შემოღების მიუხედავად, ერთდღიანი ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მხოლოდ ოდნავ შემცირდა. პიკის სეზონზე ქალაქი 25 000-მდე ტურისტს იზიდავს, რაც ვენეციის მუდმივი მოსახლეობის ნახევარს უტოლდება.

2026 წელს, აპრილში, მაისში, ივნისსა და ივლისში, ერთდღიან ვიზიტორებს პარასკევიდან კვირამდე გადასახადის გადახდა მოუწევთ.

გადასახადი პიკის საათებში – დილის 8:30 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე – დაწესდება. სხვა დროს შესვლა უფასოა.

არსებობს რამდენიმე გამონაკლისი: გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან ქალაქის მაცხოვრებლები, ვენეციაში დაბადებული ვიზიტორები, სტუდენტები და მუშები, ასევე სასტუმროს ან სხვა საცხოვრებლის მქონე ტურისტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები