LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციაში „ერთდღიანი“ ტურისტებისთვის გადასახადის გაზრდა გადაწყვიტეს

122
venice_july_2_2024

იტალიაში, კონკრეტულად კი იტალიაში „ერთდღიანი“ ტურისტებისთვის გადასახადის გაზრდას აპირებენ. მოსალოდნელია, რომ მომავალი წლიდან ვენეციის მონახულების ფასი 5-ის ნაცვლად 10 ევრო გახდება. ამ გზით მერია ისტორიული ადგილის ზედმეტი ტურისტული დატვირთვისგან დაცვას იმედოვნებს, წერს PRagmatika.

2024 წლის დასაწყისიდან ახალი გადასახადის გადახდა უწევს ყველა ვიზიტორს, ვინც ვენეციას სტუმრობს და ღამის გასათევად არ რჩება. ზომები განსაკუთრებით გაამკაცრეს 25 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში, როცა დანიშნულებას ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია.

ქალაქმა სიახლის დამსახურებით 2 მილიონი ევრო გამოიმუშავა, თუმცა ტურისტების ნაკადზე დამატებით გადასახადს არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ვენეციელები იმედოვნებენ, რომ ორმაგი ფასი ვიზიტორთა რაოდენობას ნამდვილად შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ ქალაქს რომლის მოსახლეობაც მხოლოდ 55 ათასი ადამიანია, ყოველწლიურად 30 მილიონი ტურისტი სტუმრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები