LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის ცენტრალურ არხებში ცურვა მხოლოდ ძრავიანი ნავებით იქნება შესაძლებელი

83

ვენეციის ცენტრალურ არხებში ცურვა მხოლოდ ძრავიანი ნავებით იქნება შესაძლებელი. ქალაქის ხელისუფლებამ წყლის მთავარ მაგისტრალებზე ძრავის არ მქონე ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა. აკრძალვა შეეხება როგორც კანოესა თუ წყლის ველოსიპედს, ასევე ცნობილ გონდოლებს. სიახლის მიზეზი ყველაზე გადატვირთული არხების განტვირთვაა. ასევე აღსანიშნავია, რომ ძრავის არ მქონე მცურავი საშუალებების მოძრაობა რამდენიმე არაცენტრალურ ქუჩაზეც შეიზღუდება და აკრძალვა დილის 7 საათიდან საღამოს 5 საათამდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ ვენეცია ტურისტთა შემოტევას ვეღარ აუდის და მისი არხებიც მუდმივად ნავებითაა გადატვირთული. ნავები ხშირად ერთმანეთს ეჯახებიან და შედეგად ტურისტები ზარალდებიან ხოლმე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები