LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვენეციის კინოფესტივალს” ალმოდოვარის ახალი ფილმი „პარალელური დედები“ გახსნის

304
page

სულ ცოტა ხნის წინ 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა, „კანის“ 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა, თუმცა სულ მალე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა „ვენეციის ფესტივალი“ გველოდება.

,,ოქროს პალმის რტო” საშინელებათა ჟანრის ფილმმა მოიგო – კანის კინოფესტივალის მთავარი ფილმები

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ფესტივალს პედრო ალმოდოვარი ახალი ფილმი, „პარალელური დედები“  გახსნის. პრემიერა პირველ სექტემბერს შედგება. როგორც ცნობილია, ფილმში მთავარ როლს რეჟისორის მუზა, პენელოპა კრუსი ასრულებს. მასთან ერთად ფილმში როსი დე პალმაც გამოჩნდება.

 „ჩემს შემოქმედებაში დედის ბევრნაირი სახეა, მაგრამ ამ ფილმში სულ სხვანაირი პერსონაჟები იქნებიან“ – პენელოპა კრუსი კვლავ ალმოდოვარის ფილმში – პირველი კადრები

ცნობისთვის, აღნიშნული ფილმი ალმოდოვარის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება 2019 წელს გამოსული „ტკივილი და დიდების“ შემდეგ, რომელმაც „კანის“ ფესტივალზე „საუკეთესო მსახიობი კაცის” ჯილდო, „ოსკარებზე“ კი „საუკეთესო საერთაშორისო ფილმის“ ნომინაცია დაიმსახურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები