ვენეციის კომისია გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიას რეკომენდაციით მიმართავს. უფრო კონკრეტულად, როგორც ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ განხილულ იქნას გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების ისეთი ვარიანტები, როგორიც არის: 1. პროპორციული განაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა; 2. მოგებული პარტიისთვის გაუნაწილებელი ხმების განაწილების ზღვარის დადგენა; 3. ბარიერის შემცირება 2%-დან 3%-მდე.
„შემოთავაზებული რეფორმა დადებით შეფასებას იმსახურებს. აღნიშნულით სრულდება საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუცია მიმართული საპარლამენტო სისტემისკენ, რომელიც 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმით დაიწყო და წინ გადადგმულ დადებით ნაბიჯს წარმოადგენს, რაც გააძლიერებს და გააუმჯობესებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტური უფლებების პრინციპებზე დაფუძნებულ ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგს. 2010 წელს გამოთქმულ მოსაზრებაში ვენეციის კომისიამ რეკომენდაცია გამოთქვა პარლამენტის უფლებამოსილების შემდგომ გაძლიერებასა და უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრის პროცედურის გადახედვასთან დაკავშირებით. შეთავაზებული რეფორმა შეესაბამება ამ მიზნებს და ვენეციის კომისია მხოლოდ მიესალმება საკონსტიტუციო გადასინჯვის მიმდინარე პროცესს”, – მიიჩნევენ ვენეციის კომისიაში.