LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი – ვფიქრობთ, რომ რეფორმებს ისე გლობალურად უნდა შეხედოთ, რამდენადაც შესაძლებელია – ესაა სურვილი, რომელიც მომავალი თვეებისა და საფეხურისთვის გვაქვს

139
1700144697-ღარიბაშვილი-ვენეცია (1)

ვენეციის კომისია მზად არის, კიდევ ერთხელ ყველანაირად დაუჭიროს მხარი საქართველოს ევროკავშირის გზაზე, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკლ ფრენდომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაიკლ ფრენდოს თქმით, ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს საქართველოში ვიზიტისას ნაყოფიერი შეხვედრები ჰქონდათ, რა დროსაც კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

“ჩვენი რეკომენდაციები სავალდებულო არ არის, მაგრამ წითელ ხაზებს ვავლებთ, და ეს წითელი ხაზები სავალდებულო სტანდარტებზეა დაფუძნებული”,- ამის შესახებ ვენეციის კომისიის გენერალურმა მდივანმა სიმონა გრანატა-მენგინმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არიან იმისთვის, რომ ხელისუფლებასთან და ქართულ საზოგადოებასთან ერთად იმუშაონ.

„რომ, ჩვენ ამ წითელ ხაზებს ვავლებთ და ეს რეკომენდაციები ახლაც არის, მომავალშიც იქნება და გვჯერა, რომ ამ რეკომენდაციების შესრულება პროცესია. პროცესია, რომელშიც მონაწილეობის მიღება გვსურს, ვფიქრობთ, რომ პროცესის კარგი და აუცილებელი ნაწილი ვართ, და გვჯერა, რომ ეს პროცესი ინკლუზიური უნდა იყოს და იმდენი დრო დაიკავოს, რამდენსაც დაიკავებს. ვიცით, რომ დროის მხრივ შეზღუდვებია, ვფიქრობთ, რომ დრო ხელს უწყობს ხარისხს და ასევე ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმებს ისე გლობალურად უნდა შეხედოთ, რამდენადაც შესაძლებელია.

ასე რომ ესაა სურვილი, რომელიც მომავალი თვეებისთვის და თქვენი პროცედურის მომავალი საფეხურისთვის გვაქვს. აქ იმისთვის ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვიმუშაოთ, მაგრამ ასევე ქართულ საზოგადოებასთან ერთად. როგორც იცით, ჩვენი მეთოდი ყველასთან საუბარში მდგომარეობს”, – განაცხადა სიმონა გრანატა-მენგინმა.

magti 5g