LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციური გონდოლები პრაღის ფესტივალზე

198

ვენეციური გონდოლები ვენეციას პირველად დატოვებენ და პრაღაში გაემგზავრებიან. ჩეხეთის დედაქალაქი მდინარის ფესტივალის – „ნავალისისთვის“ ემზადება. ფესტივალი ქალაქში ყოველ წელს ტარდება, თუმცა წელს პირველად –  მას ვენეციიდან ჩამოტანილი გონდოლები გაუძღვებიან. ხოლო ის ფაქტი რომ ნავებს ვენეციის საზღვარი აქამდე არასდროს დაუტოვებიათ, ფესტივალს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

საინტერესოა, რომ დღესასწაული რომელიც წმინდა ანას ეძღვნება, ჩეხეთში ჯერ კიდევ ბაროკოს პერიოდში ტარდებოდა და მისი აღნიშვნის ტრადიცია 2009 წლიდან აღადგინეს. ადგილობრივებსა თუ ქალაქის სტუმრებს ძალიან საინტერესო პროგრამა, მასშტაბური მსვლელობა და გრანდიოზული კონცერტი ელოდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები