LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენერა მერწყულში – რომელი 3 ნიშანი იქნება წარმატებული სიყვარულში რამაზ გიგაურის პროგნოზით: „ურთიერთობებში წინა პლანზე გამოდის მეგობრობა, ინტელექტუალური თანხვედრა და საერთო იდეები…“

1233
eaf66455-5862-46f1-8d94-81809991885d

ასტროლოგი რამაზ გიგაური თავის გამომწერებს სთავაზობს ახალ პროგნოზს, რომელიც სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერას მერწყულში გადასვლას გვაუწყებს:

ვენერა მერწყულში: სიყვარულის „აფდეითი“ და თავისუფლების ტესტი.

17 იანვარი — 10 თებერვალი

17 იანვარს, თბილისის დროით 16:44 საათზე, სილამაზის, სიყვარულისა და ფინანსების პლანეტა — ვენერა, მკაცრი და კონსერვატიული თხის რქიდან თავისუფლებისმოყვარე მერწყულის ნიშანში გადავა!

ეს არის პერიოდი, როცა ჩვენი ემოციური ფონი რადიკალურად შეიცვლება: „უნდა“-ს ენერგიას შეცვლის „მინდა“-ს ენერგია.

რა ხდება, როცა ვენერა მერწყულში გადადის? თუ აქამდე ვენერა „ითხოვდა“ გარანტიებს და სტაბილურობას, მერწყულში ის „მოითხოვს“ მთავარს — თავისუფლებას. ამ პერიოდში სიყვარული კარგავს „სიმძიმეს“. ურთიერთობებში წინა პლანზე გამოდის მეგობრობა, ინტელექტუალური თანხვედრა და საერთო იდეები.

ქალბატონების საყურადღებოდ: ეს არის დრო, როცა შეგიძლიათ გათავისუფლდეთ სტერეოტიპებისგან! მერწყული არ ცნობს ჩარჩოებს. თუ სტილის შეცვლა გინდოდათ (რაც შეიძლება ექსტრავაგანტური), ან ურთიერთობაში ახალი წესების შემოტანა — ახლა საუკეთესო დროა.

„იყავი ისეთი, როგორიც ხარ, და არა ისეთი, როგორიც უნდათ რომ იყო“.

მთავარი ტენდენციები 10 თებერვლამდე:

სიყვარული = მეგობრობა. ახლა რომანტიკული ურთიერთობები ყველაზე მარტივად მეგობრობიდან იწყება. საუკეთესო პარტნიორი ისაა, ვისთანაც საუბარი არ გბეზრდებათ.

ონლაინ ნაცნობობა & სიურპრიზები. მერწყული მართავს ინტერნეტს და ავიაციას. მოსალოდნელია მიმოწერების გააქტიურება, ვირტუალური რომანების დაწყება ან მოულოდნელი შეხვედრები მგზავრობისას.

ექსპერიმენტების დროა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი გემოვნება უცებ შეიცვლება. ის, რაც გუშინ მოგწონდათ, დღეს შეიძლება მოსაწყენად მოგეჩვენოთ.

აკრძალულია ეჭვიანობა! ვენერა მერწყულში ვერ იტანს კონტროლს. თუ პარტნიორს შეზღუდავთ და თავისუფლებას წაართმევთ, ის გაგექცევათ. ამ პერიოდის მთავარი გასაღები ნდობა და პირადი სივრცის პატივისცემაა.

ვისთვის იქნება ეს პერიოდი ყველაზე იღბლიანი?

სასიკეთო იქნება ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის: მერწყულები, სასწორები, ტყუპები – თქვენთვის შარმისა და სასიყვარულო წარმატების დროა!

ასევე მნიშვნელოვანი დროა ლომებისთვის, მორიელებისა და კუროებისთვის — თქვენ მოგიწევთ ურთიერთობებში კომპრომისების სწავლა და სიჯიუტის დათმობა.

რჩევა: ნუ ეცდებით ურთიერთობების „დაგეგმვას“. მიენდეთ დინებას და გახსოვდეთ: ამ ტრანზიტის დროს იმარჯვებს ის, ვინც ყველაზე თამამია თავის არჩევანში!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g