LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენის ძეხვეულის ჯიხურები შესაძლოა ავსტრიის არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარონ

133
667911f22361d3e28f8ea4b9

ჯიხურები, სადაც ცნობილი ვენური ძეხვი იყიდება, შესაძლოა ავსტრიის არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარონ. ასეთი ინიციატივით თავად ჯიხურების მეპატრონეები გამოვიდნენ, წერს Barron’s.

ვენური ძეხვი (Wieners) წარმოადგენს სოსისს, რომელსაც როგორც წესი, ჰოთ-დოგში იყენებენ. ძეხვეულის ჯიხურებში გაყიდვა ჯერ კიდევ ავსტრია-უნგრეთის იმპერიის არსებობის დროს დაიწყეს. მას შემდეგ ეს ჯიხურები ადგილობრივთა საყვარელ დაწესებულებას წარმოადგენს.

გარდა ამისა, ძეხვეულის გამყიდველებს თავისი ჟარგონი აქვთ, თავად ჯიხურები კი ადგილობრივი პოპ-კულტურის და ლიტერატურის ნაწილად იქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები