LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ გამოვრიცხავ, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.. ჩვენი მიდგომა უმკაცრესი იქნება“ – ირაკლი შოთაძე 14 წლის აითაჯ შახმანოვას მკვლელობის საქმეზე

324
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

14 წლის აითაჯ შახმანოვას განზრახ მკვლელობის საქმეზე შესაძლებელია, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ თითოეული ბრალდებულის მიმართ, პროკურატურის მიდგომა „უმკაცრესი იქნება“.

„უპირველეს ყოვლისა, მსგავსი დანაშაული რომ მოხდა, ეს უდიდესი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოებამ ნახა, რომ ჩვენი რეაგირება უმკაცრესი იყო. ყველა პიროვნება, მათ შორის, თვით გარდაცვლილის დედა და ბიძა, რომლებიც თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და სხვა ქმედებებშიც მონაწილეობდნენ, მათ შორის, მკვლელობის ფაქტზეც მიცემულები არიან პასუხისგებაში.

„სისტემა უნდა დაფიქრდეს, საჭირო ხომ არაა დასჯადი გახდეს იძულებითი ნიშნობაც.. პრობლემაა დანაშაულის შეუტყობინებლობა, ნუთუ, არავინ დაინტერესებულა, სად არის ეს ბავშვი?!“ – აიჰან გასანოვი 14 წლის აითაჯის მკვლელობაზე

დღესდღეობით, ბრალდებულის სტატუსით პატიმრობაში იმყოფებიან. ჩვენი მიდგომა თითოეული ბრალდებულის მიმართ უმკაცრესი იქნება. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა და ვუთხრა ყველა მსხვერპლს, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, პროკურატურა მათ გვერდზეა. ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მოგვმართონ და ჩვენ უსწრაფეს რეაგირებას მოვახდენთ. ამ საკითხზე გამოძიება გრძელდება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

„საჯაროდ ამ თემაზე არ მსურს საუბარი, ძალიან მიჭირს.. მკვლელობამდე სამი დღით ადრე დამირეკა“ – 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამა

ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმანოვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს.

ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სამართალდაცავებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი წარედგინა 

რას ამბობს 14 წლის აითაჯ შახმაროვას ბებია: „გადაწყვიტეს, რომ დარჩენილიყო იმ კაცთან ცოლის სტატუსით, მისი სახლში დაბრუნება, ოჯახის სირცხვილი იქნებოდა“

„ჩვენ ეს ტელევიზიით გავიგეთ, მას შემდეგ, რაც გოგო მოკლეს“ – რას ჰყვება მოკლული 14 წლის გოგონას მამის ძმა

აითაჯ შახმაროვას მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს – რას ყვება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბიძა

ვიდეო: „მითხრა, მაგას თუ იზამ, შენი შვილის გვამს ნახავო.. არც ვიცოდი, რომ 28 წლის იყო.. მისი ოჯახი მეუბნებოდა რომ 22-ის იყო“ – 14 წლის აითაჯის დედა კაცზე, რომელმაც მისი შვილი მოკლა 

magti 5g