LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ გავაგებინეთ ჩვენს ე.წ. პარტნიორებს, რომ საქართველოს ინტერესებში ომი არ არის, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის ქაოსი და დესტაბილიზაცია“ – ირაკლი ზარქუა

126
ირაკლი ზარქუა

ვერ გავაგებინეთ ჩვენს ე.წ. პარტნიორებს, რომ საქართველოს ინტერესებში ომი არ არის, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის ქაოსი და დესტაბილიზაცია, – პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, თავს არავის დააჩაგვრინებენ.

„ვერ გავაგებინეთ ჩვენს ე.წ. პარტნიორებს, რომ საქართველოს ინტერესებში ომი არ არის, რომ საქართველოს ინტერესებში არ არის ქაოსი და დესტაბილიზაცია, პირიქით, მშვიდობა. ერთი ინვესტიცია ვერ შემოვატანინეთ წლებია. მესამე წელია, ჩვენ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომელსაც, მათ შორის, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი აფიქსირებს. უკვე მესამე წელია, 9,9%-მდე გვაქვს ეკონომიკური ზრდა.

შეგახსენებთ, სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა წლის დასაწყისში თქვეს, რომ 5%-მდე იქნებაო და ახლა გაზარდეს 9%-მდე გვაქვს მიმდინარე წლიური ეკონომიკური ზრდა. ყველა ინდექსით ვუსწრებთ, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებს. ეს არის კანონის უზენაესობა, ეს არის კორუფციის ინდექსი. ყველა მაჩვენებლით ვასწრებთ არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატოს ქვეყნებს. ასე, რომ არავის დავაჩაგვრინებთ თავს,“ – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g