LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ მივიღებ ვერც ერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე“ – უზენაესის თავმჯდომარე მოსამართლეთა სანქცირებაზე აშშ-სგან შეცდომის აღიარებას ელის

112
ფორტუნა - 2023-04-10T141442.588

„ვერ მივიღებ ვერც ერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე“, – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან არ მიეწოდა მას მტკიცებულებები, თუ რა გახდა კოლეგების კორუფციაში დადანაშაულების საფუძველი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახლა უკვე საჯაროდ იმ მყისიერი რეაგირებისთვის, რაც მოჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თხოვნას შეხვედრის ორგანიზების თაობაზე.

ძალიან სამწუხაროა, რომ არის მცდელობა, მაღალმა პოლიტიკურმა ვნებებმა გადმოინაცვლოს სასამართლოში. სხვანაირად ჩემთვის წარმოუდგენელია ის უპრეცედენტო და გაუგებარი გადაწყვეტილება, რაც მიღებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მხრიდან სამი მოქმედი მოსამართლის, უვადო მოსამართლის და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირების თაობაზე.

ღარიბაშვილი: მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით

„მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება ყოველგვარი ჩარევებისა და ზეწოლისგან, ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანი, რომლისკენაც ვისწრაფვით“, - განაცხადა პრემიერმა.

სასამართლო წლების განმავლობაში იდგა არაერთი მწვავე გამოწვევის წინაშე, მაგრამ მინდა, ხმამაღლა ვთქვა, რომ არც ერთხელ, არც ერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ისეთი ნამდვილი და ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, როგორც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა.

შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ვერც ერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე. პირადად ჩემი თხოვნის მიუხედავად, მე არ მომეწოდა არათუ დასაბუთებული მტკიცებულებები, არამედ ვარაუდიც კი და მინიშნებები იმის თაობაზე, რა გახდა ჩემი კოლეგების კორუფციაში დადანაშაულების საფუძველი. ამიტომ მე მათ ვუცხადებ სრულ თანადგომას.

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიქნები თითოეული ჩემი და ჩვენი მოსამართლის ხელშეუხებლობის და თავისუფლების გარანტორი.

მიუხედავად სახელმწიფოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციისა, რომლიდანაც ერთ-ერთი გახლავთ სასამართლოს სისტემა, ამის მიღმაც ქართული მართლმსაჯულება ყველა მოცემულობით, ყველა ასპექტში, ყველა პარამეტრით წინ უსწრებს არაერთ ჩვენს მეგობარ და მეზობელ ქვეყანას. შესაბამისად, ჩემთვის მძიმე განცდები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინფორმაცია არ იქნეს გამოყენებული ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციისთვის მიმავალ რთულ და ძალიან ღირებულ მნიშვნელოვან გზაზე. ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი ფრთხილი და მოზომილი მათთან ურთიერთობაში.

მიმაჩნია, დღეს დადგა მომენტი, როდესაც ვითხოვ უკუგებას მათგან. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა, მიმაჩნია, რომ შეცდომის აღიარება მხოლოდ ძლიერის თვისებაა. აქედან გამომდინარე, ვიტოვებ იმედს, შესაბამისი თანამდებობის ან შესაბამისი უწყებების მხრიდან საკითხი აუცილებლად გადაიხედება.

დამატებით ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნeს შემუშავებული, რაზედაც ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას, აგრეთვე მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, მისი მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სასამართლო სისტემისთვის“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

„ბევრი რამის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე“ – რას ამბობს პრემიერი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ

მისივე განცხადებით, შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, თუმცა ის იტოვებს იმედს, რომ შესაბამისი თანამდებობის ან უწყებების მხრიდან მოსამართლეების დასანქცირების საკითხი გადაიხედება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მაღალმა პოლიტიკურმა ვნებებმა და არის ამის მცდელობა, გადმოინაცვლოს სასამართლოში. სხვანაირად ჩემთვის წარმოუდგენელია ის უპრეცედენტო და გაუგონარი გადაწყვეტილება, რაც მიღებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ სამი მოქმედი უვადო მოსამართლის და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირების თაობაზე. სასამართლო წლების განმავლობაში იდგა არა ერთი გამოწვევის წინაშე, მაგრამ მე მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ არც ერთხელ, არც ერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ნამდვილი და ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, როგორიც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ვერც ერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობაზე. პირადად ჩემი თხოვნის მიუხედავად, მე არ მომეწოდა არა თუ დასაბუთებული მტკიცებულებები, არამედ ვარაუდიც კი და მინიშნებები, თუ რა გახდა ჩემი კოლეგების კორუფციაში დადანაშაულების საფუძველი, ამიტომ მე მათ სრულ თანადგომას ვუცხადებ“, – აცხადებს ქადაგიძე.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს 5 აპრილს სანქციები დაუწესა.

სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით დღეს, 10 აპრილს მთავრობის მეთაურმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ  მოსამართლეებს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილიამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა სასამართლოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება დაიცვას.

ამავე თემაზე:

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

წულუკიანი: „ვისაც არ ეზარება, საქართველოს გამოცდას უწყობს, გამოცდაა, როდესაც ქვეყანას ეტყვი, შენი მოსამართლე შემიძლია, დავსაჯო, როგორც მომინდება..“

„მისასალმებელია…დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება” – სენატორი ჯიმ რიში

ირაკლი შენგელია: ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების ორგანოს, სადავო გავხადო სანქცირებაზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, „კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას არ ვაპირებ

„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას

„ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, ბლინკენი გასვარეს” – კობახიძე მოსამართლეების სანქცირებაზე

„მათ დაასანქცირეს მოლაშვილის, გირგვლიანის და სხვა უამრავი უბედური საქმეების ჩამდენი მოსამართლეები…20 წელია ასე არაფერი გამხარებია” – შალვა ხაჭაპურიძე

 

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: ipn
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები