ლეგენდარულმა მსახიობმა და მომღერალმა, ბარბრა სტრეიზანდმა, რომელიც ამჟამად 83 წლისაა და მსახიობ, ჯეიმს ბროლინზეა დაქორწინებული, The New Yorker-ს გულახდილი ინტერვიუ მისცა. მან კომენტარი გააკეთა წარსულში შესაძლო ინტიმურ ურთიერთობაზე ცნობილ მსახიობთან, უორენ ბიტისთან.
„ვიცი, რომ მის საწოლში ვიწექი, მაგრამ არ მახსოვს, მართლა გვქონდა თუ არა სექსი. ღმერთს გეფიცებით, არ მახსოვს. ზოგიერთი რამ უბრალოდ იბლოკება. სხვათა შორის ჩვენ დღესაც მეგობრები ვართ“, – განაცხადა ბარბრამ.
აღსანიშნავია, რომ ბარბრასა და ჯეიმსს ერთად არცერთ ფილმში არ მიუღიათ მონაწილეობა, ჰოლივუდის ლეგენდები1970-იან წლებში ხშირად ჩნდებოდნენ ერთად ჰოლივუდურ წვეულებებზე.
ბარბრა სტრეიზანდი მემუარებთან ერთად ორ ალბომს გამოუშვებს





