დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილ იპოვეს, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა. სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ყვითელი ლენტი მოხსნეს.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს სხეულზე, უფრო კონკრეტულად კი ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.
ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. ცნობილია, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.
მომხდარის დეტალებზე „კურიერთან“ გარდაცვლილი არასრულწლოვანის ბაბუა საუბრობს.
მისი ინფორმაციით, ბავშვს საღამოს 9 საათის შემდეგ ეძებდნენ. ბაბუა მანუჩარ დვალი, „კურიერს“ უყვება, რომ დაკარგულია გოგონას მობილური ტელეფონი.
„12 წლის ბავშვი, ჩემი დის შვილიშვილია. დავიღუპეთ, გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს.
არ ვიცი, ახლა კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო. ერთი ვერსია არის, რომ მოწამვლა ხომ არ იყო.. აღარ აქვს ცხოვრებას აზრი. სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავ ვარიანტებს ამბობენ.
ზოგი ამბობს, ყელზეც ჰქონდაო დაზიანებები, კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, რომ ვინმემ იძალადაო. მე რომ მოვედი, თბილი იყო და ვერაფერი ვერ ვუშველეთ..“ – აცხადებს გარდაცვლილის ბაბუა.