LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებისგან შემდგარი გუნდი ასე, ოჯახის წევრივით, გულთან ახლოს მიიტანდა ჩემს გასაჭირს“ – ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დების დედა დედების ფონდს მადლობას უხდის

374
სოფიო ხარშილაძე

ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის დედა სოფიო ხარშილაძე დედების ფონს მადლობას საჯაროდ უხდის.

როგორც სოფიო წერს, დედების ფონდმა მას და მის გოგონებს უდიდესი მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ნიაკომაც გაიღვიძა, თათულიც მოფხიზლდა, ხო ვიძახდი მზის გოგონები არიანთქო“ – ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების დედა

„ერთ თვეზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სრულიად სხვა რეალობაში ვარ… შეცვლილია ყველაფერი: ჩემი ყოველდღიური საფიქრალი, დღის განრიგი, განცდები და მიზნები…

ამ დროის განმავლობაში ერთი წუთითაც არ დამიკარგავს იმედი, საკუთარ თავთან მარტო, ფიქრებში დარჩენილიც კი არ მივცემივარ სასოწარკვეთას და როცა ვფიქრობ, ეს როგორ შევძელი, მაშინვე სიკეთის, თანადგომის, მხარდაჭერისა და უბრალოდ ადამიანობის ძალა მახსენდება… ამ ყველაფრის ერთობლიობა კი დედების ფონდია, რომელიც არაერთ ადამიანს დაეხმარა სრულიად უანგაროდ და მეც, მათ შორის… სიტყვა „მადლობა“ ალბათ ვერასდროს გამოხატავს იმ მადლიერებას, რასაც თქვენი მიმართ ვგრძნობ!

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებისგან შემდგარი გუნდი ასე, ოჯახის წევრებივით, გულთან ახლოს მიიტანდნენ ჩემს გასაჭირს და ყველაზე რთულ პერიოდს შემიმსუბუქებდნენ…

მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისთვის!“ – წერს სოფიო ხარშილაძე.

ვიდეო: „დედიკოს სამყარო ბავშვები…მზესავით აბრწყინებთ სამყაროს“ – ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების დედა ემოციურ პოსტს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g