ზაზა ფაჩულია ახალ სეზონს ნბა-ში ახალ გუნდში იწყებს. ჩვენიანის ახალი ნავსაყუდელი „დეტროიტ პისტონსია“. ზაზამ გუნდის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ამ ამბავს “ფეისბუქზე” გამოეხმაურა:
“პირველად კალათბურთზე რომ შევედი, ვერც ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ სტატუსს დავწერდი. მე-16 სეზონი NBA-ში”.
NBA-ს ახალი სეზონი 16 ოქტომბერს იწყება. ზაზა “დეტროიტი” პირველ შეხვედრას 18 ოქტომბერს “ბრუკლინ ნეთსთან” გამართავს.
რა შეხსენება უნდა, რომ ფაჩულიამ ბოლო ორი სეზონი “გოლდენ სტეიტში” გაატარა და ორივეჯერ ჩემპიონი გახდა.