LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერეს ხეობაში ორ ადგილას ნატანი მასალის დამჭერი მოწყობილობები შენდება

63

ვერეს ხეობაში ორ ადგილას ნატანი მასალის დამჭერი მოწყობილობები შენდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით ნარმანია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროს თამარ ბაგრატიასთან ერთად დღეს სვანიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც სპეციალისტებმა წყლის დონის მზომი და ნელექმზომი მოწყობილობები დაამონტაჟეს. თბილისის მერი მდინარე ვერეს აუზში ადრეული გაფრთხილების სისტემის სამუშაო პროცესს გაეცნო. ნარმანიას თქმით, მდინარეზე ნატანი მასალის დამჭერი მოწყობილობები ორ ადგილზე შენდება, რომელშიც ინფრასტრუქტურის სამინისტროა ჩართული.

„კეთდება მდინარე ვერს კალაპოტის ფორმირების პროექტი, რომელიც მისი კალაპოტის მცირედით ცვლილებებს, გამაგრებას მოიცავს. გარდა ამისა სახიდე გადასასვლელი გავაკეთეთ იქ, სადაც შედარებით ვიწრო ტერიტორია იყო და გასული წლის სტიქიის დროს გვირაბი დაზიანდა. ამდენად, ხიდმა მოგვცა საშუალება უფრო მეტი წყლის მასა გავატაროთ და ძლიერი ნალექების შემთხვევაში, აქ საფრთხე არ არსებობს.“ – განაცხადა ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g