LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერეშჩუკი: გუშინ მარიუპოლის დატოვება 4-მა საევაკუაციო ავტობუსმა მოახერხა – ევაკუაცია დღესაც გაგრძელდება

105
ევაკუაცია მარიუპოლიდან

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, გუშინ მარიუპოლის დატოვება 4-მა საევაკუაციო ავტობუსმა მოახერხა.

როგორც მანვე აღნიშნა, მათ ღამე ბერდიანსკში გაათენეს და ახალ ვასილივკასკენ მიემართებიან. გეგმის მიხედვით, ევაკუირებული მოქალაქეები ზაპოროჟიეში უნდა ჩავიდნენ. ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია დღესაც გაგრძელდება.

„დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ქალების, ბავშვების და მოხუცების ევაკუაციას. ავტობუსებში დაშვება შევჩენკოს ბულვარზე, რინგზე, პორტ სიტის სავაჭრო ცენტრთან 14.00 საათზე. უსაფრთხოების მდგომარეობა რთულია. შეიძლება იყოს ცვლილება. გთხოვთ მიჰყევით ოფიციალურ შეტყობინებებს.“– განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში 20 აპრილს, სამდღიანი პაუზის შემდეგ, ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა მოხერხდა.

უკრაინაში 22 000 რუსი სამხედრო საზღვრებზე ბუჩქებში იმალება: ალექსი არესტოვიჩი

“სამხედრო ოპერაცია” დასრულდება მაშინ, როცა ნატო შეწყვეტს უკრაინის გამოყენებას რუსეთის დასამუქრებლად: ალექსეი პოლონჩუკი

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები