LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეზირებისთვის მთავარია ბიძინა ივანიშვილის ქებაში ერთმანეთს შეეჯიბრონ, თუ ქება ევროკავშირის ლანძღვა-გინებას მოითხოვს და 300 დეპუტატის მიწაში ჩადებას, ჩადებენ – დავით ბერძენიშვილი

86
berdzena 3

კარგად ვხედავ, რომ რეზოლუციის შემდეგ შეფასებაში რიგში დაეწყნენ. პირველი ვეზირობა ყველას დაასწრო ირაკლი კობახიძემ, მერე აჰყვა ირაკლი ღარიბაშვილი, მერე კახა კალაძემ ყველაფერი თავზე დაიყარა და ყველაფერი იკადრა ,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში  განაცხადა.

„კახა კალაძემ ყველაფერი თავზე დაიყარა და ყველაფერი იკადრა. კახა კალაძე ერთადერთი ელექტორალური ფიგურა ჰყავთ, თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებული მერია. დანარჩენს კი, პულსი არ ესინჯება. ნახეთ მათი რეიტინგები, ხომ ვიცით კობახიძის რეიტინგი რასაც წარმოადგენს?!“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მან ასევე რეზოლუციის კონტექსტში საუბრისას უპასუხა შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია, რადგანაც მისმა გუნდმა ვერ მოახერხა მისი დაცვა.

„კი, ძალიან გაშოლტავდა [გუნდს]. ირაკლი ღარიბაშვილს კი, ორჯერ ორი რამდენია, უნდა ასწავლო“, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმის მოლოდინშია, რომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

„ყველამ უნდა ვიცოდეთ,რომ შეგვიძლია წინააღმდეგობა, შინ და გარეთ, ჭერქვეშ, ქუჩაში, ციხეში – ყველას შეგვიძლია წინააღმდეგობა. ყველას მოგვეთხოვება ვიყოთ მხნედ. ჩვენი მთავარი საკითხი რა არის? დავინახეთ, რომ ამ ხელისუფლებისთვის, ნომერ პირველი, მეორე, მეშვიდე, ოთხმოცდამესამე ვეზირებისთვის მთავარია ბიძინა ივანიშვილის ქებაში ერთმანეთს შეეჯიბრონ და ეს ქება, თუ მოითხოვს ევროკავშირის ლანძღვა-გინებას, 300 დეპუტატის მიწაში ჩადებას ჩადებენ“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება უარი ვერ თქვას იმ გადაწყვეტილებაზე, რასაც მიიღებს ევროკავშირი.

„ესენი ახლა ერთმანეთს, რომ ეჯიბრებიან, ვინ უფრო მაგარი ქლესაა“, – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g