LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ, ამის დრო დადგა“ – Aerosmith გამოსამშვიდობებელ ტურნეს აანონსებს

141
page

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფი, Aerosmith გამოსამშვიდობებელ ტურნეს აანონსებს. 50 წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავად გამართული ტურნე, სახელწოდებით Peace Out 2 სექტემბერს, ფილადელფიაში აიღებს სტარტს. კონცერტები 40 ქალაქში გაიმართება და 2024 წლის 26 იანვარს, მონრელაში დასრულდება.

„ვფიქრობ, ამის დრო დადგა“, – განაცხადა ჯგუფის გიტარისტმა ჯო პერიმ უახლეს ინტერვიუში.

ცნობისთვის, მათი მუსიკალური სტილი ბლუზზე დაფუძნებული ჰარდროკია, შეიცავს პოპის, მძიმე მეტალის და რიტმ-ენდ-ბლუზის ელემენტებს. ჯგუფი 1970 წელს ბოსტონში, მასაჩუსეტსში ჩამოყალიბდა. გიტარისტმა ჯო პერიმ და ბასისტმა ტომ ჰამილტონმა გაიცნეს ვოკალისტი სტივ ტაილერი, დრამერი ჯოუი კრამერი, გიტარისტი რეი ტაბანო და შექმნეს ბენდი, რომელსაც დღეს „ამერიკის უდიდეს როკ-ენ-როლ ჯგუფს“ უწოდებენ.

ჯოუი კრამერი დაუბრუნდა – Aerosmith-ის აღზევება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები