ზუსტად 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც როკ-ინდუსტრიას ჯგუფი Aerosmith შეემატა. 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი, 4 ,,გრემი”და უამრავი ეპოქალური ჰიტი.
ამდენი წლის შემდეგაც ჯგუფი აქტუალურობას არ კარგავს და კვლავ მზად არის გააოცოს გულშემატკივრები.
რა თქმა უნდა, ასეთ საოცარ პოპულარობას სკანდალებიც მუდამ თან ახლავს. სულ ცოტა ხნის წინ, ბენდის დრამერმა, ჯოუი კრამერმა საკუთარ ჯგუფს სასამართლოში უჩივლა და ,,გრემის”დაჯილდოების პერფორმანსში მონაწილეობა მოითხოვა. დეკემბერში დრამერი კოლექტივში დაბრუნებას აპირებდა, თუმცა, ბენდის წევრებმა მისი შემოწმება მოითხოვეს იმის დასადგენად, თუ რამდენად კარგ ფორმაში იყო. მათი განცხადებით, დროის ნაკლებობის გამო, კრამერთან ერთად კონცერტისთვის მომზადება ვერ მოესწრო, საბოლოოდ, ჯგუფმა ღონისძიებაზე მის გარეშე დაუკრა. ამან კი ჯგუფის წევრი გაანაწყენა.
თუმცა, როგორც ჩანს, ძველ მეგობრებს შორის გაუგებრობა აღმოფხვრილია და ჯგუფი მზადაა, მაქსიმალურად დაიხარჯოს და მსმენელს უამრავი საოცარი პერფორმანსი შესთავაზოს.
ჯოუი კრამერთან ერთად ჯგუფმა კონცერტი ლას-ვეგასში უკვე გამართა.
https://www.youtube.com/watch?v=vxqy5oZgMLs&feature=emb_title
შეგახსენებთ, 2018 წელს ჯგუფმა მსოფლიო ტურნე Aero-Vederci Baby! გამართა, რომლის ფარგლებშიც კონცერტი შეკვეთილშიც ჩატარდა.