LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aerosmith-ის კონცერტები სტივენ ტაილერის ავადმყოფობის გამო გადაიდო

66

ამერიკულმა როკ-ჯგუფმა Aerosmith-მა სამხრეთ ამერიკაში დაგეგმილი კონცერტები კოლექტივის ფრონტმენის, 69 წლის სტივენ ტაილერის ავადმყოფობის გამო გადადო. შესაბამისი განცხადება „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა.

„სამწუხაროდ, სტივენ ტაილერს მოულოდნელი ავადმყოფობის გამო მას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა“, – ნათქვამია შეტყობინებაში. ექიმებმა მუსიკოსს გადაადგილებისა და გამოსვლებისგან დროებით თავის შეკავება ურჩიეს.

შედეგად გაუქმდა ჯგუფის ბოლო ოთხი კონცერტი, რომლებიც ბრაზილიაში, ჩილეში, არგენტინასა და მექსიკაში იყო დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები