LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვგეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას ანაკლიის პორტის განვითარებისათვის – თურნავა

71
244646693-4463054447117513-3974605210077641057-n

ეკონომიკის მინისტრი ანაკლიის პროექტის პრიორიტეტულობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. ნათია თურნავამ სტამბოლში ტრანკასპიური ოთხმხრივ მინისტერიალზე განმარტა, რომ იგეგმება ახალი ტენდერის გამოცხადება.

„ჩვენ ვგეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისათვის, რომელიც რჩება პრიორიტეტულ პროექტად საქართველოს მთავრობისთვის. აღსანიშნავია Pace და ფოთის პორტის გაფართოება. ასევე, ჩვენს დღის წესრიგშია ლოგისტიკური ცენტრების განვითარება კერძო ინვესტორების მოზიდვის გზით”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, მთავრობამ პორტის ინვესტორ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაუწყვიტა. მიზეზად 2016 წელს კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა.

რატომ არ შედგა ანაკლიის პორტის პროექტი? – ბიძინა ივანიშვილს ფოთის თიზ-ში გასაიდუმლოებული წილი აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g