LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

48
ევროკავშირის წარმომადგენლობა

დღეს ევროკავშირი რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 13 წლისთავს აღნიშნავს. კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით ამ რეგიონებში მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას, – ამის შესახებ ნათქვამია რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 13 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

“ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დაცვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g