LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვიცავთ პატრიარქის ღირსებას, მითუმეტეს, როცა ამას ხელისუფლება არ აკეთებს, მრევლი რომ არა, ახლა აქ პეტრეს განხეთქილების დაჯგუფება იდგებოდა” – აქცია საპატრიარქოსთან

402
BeFunky-collage

„ვიცავთ პატრიარქის და ეკლესიის ღირსებას“ – ამ ლოზუნგით საპატრიარქოსთან შეკრებილია რამდენიმე ასეული ადამიანი, სხვადასხვა ტაძრის მრევლი, რომლებიც ბოლო პერიოდში საპატრიარქოში, მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს გმობენ და აცხადებენ, რომ ეკლესიას ხისტი მეთოდებით „ნაციონალური მოძრაობა“ უტევს, ხელისუფლებას კი უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

„ფორტუნასთან“ აქციის ერთ-ერთი ინიციატორი ლევან ჩაჩუა აცხადებს, რომ საპატრიარქოს წინააღმდეგ „აღვირახსნილი“ კამპანია მიმდინარეობს და რომ „არცერთი მართმადიდებელი ხელისუფალი არ დაუშვებდა საეკლესიო კრების დარბევას“.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ,,ქართული იდეის“ ხელმძღვანელი ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ინციდენტს იხსენებს და ამბობს, რომ აღნიშნულ პროცესებს ხელისუფლება ხელს ირიბად უწყობს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ძალისმიერი გზით მოქმედებს.

დღევადელი აქციით ვიცავთ საპატრიარქოს, ახლა აქ სხვადასხვა ტაძრის მრევლი რომ არ იდგეს, აქ იქნებოდა პეტრეს განხეთქილების დაჯგუფება ისევ შეურაცხმყოფელი განცხადებებით.

მას შემდეგ რაც პეტრეს დაჯგუფებას, იმ განხეთქილების წევრებს, რომლებიც ფაქტობრივად, განკვეთილები არიან სასულიერო დასიდან გაუვიდათ ჭყონდიდში. „ოცნებას“ უჭირავს პილატეს პოზიცია – ხელებიც დამიბანია. ასე ვთქვათ, ხელს არ უშლის და არ აღკვეთავს ქვეყანაში ამ აღვირაღხსნილ კამპანიას. „ნაციონალური მოძრაობა“ ჰეროდეს პოზიციიდან უტევს ეკლესიას ხისტი, ძალისმიერით მეთოდებით.

ნებისმიერი ღირსეული ხელისუფლება არ დაუშვებდა ქვეყანაში იმას, რაც ხდება. მაგალითად, ან აზერბაიჯანში ვინმემ გაბედოს და ჩვენ სამეზობლოში, რომ მოლას მამათმავალი უძაღოს. უბრალოდ, იმ ხალხს ძვლებში დაამტვრევენ და სულ ყველას გაამწესებენ ციხეებში და ძალიან სწორედ მოიქცევიან.

ეს ერთადერთი საქართველოში, ამ უღირსი პოლიტიკური ელიტის ხელში ხდება, სხვაგან ესეთი რამ გამორიცხულია. არცერთი მართმადიდებელი ხელისუფალი არ დაუშვებს, რომ დაარბიო საეკლესიო კრება, საეპარქიო კრებას შეუვარდე და იქ უკვე, ეს რომ გაუვიდათ, საპატრიარქოსთან მოვიდნენ. რომ არა საზოგადოების ძალისხმევა და სოციალური ქსელებით ინფორმაციების გავრცელება, რომლის შემდეგ ნახევარ საათში მოკურცხლეს აქედან საპატრიარქოშიც ზუსტად იგივეს განახორციელებდნენ. ამათ რომ გაუვიდეთ, ამასაც იზამენ“. – აცხადებს ლევან ჩაჩუა.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი ახლა ეკლესიის ღისების დაცვაა.

„ერთადერთი გამოსავალი დარჩა ის, რომ მრევლმა დავიცვათ ჩვენი ღირსება პატრიარქისა და ეკლესიის. ეს ბუნებრივი პროცესია, მითუმეტეს რომ ამას ხელისუფლება არ აკეთებს. წინა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ ჩვენ შემდეგ ხუთშაბათსაც მოვალთ და გავაპროტესტებთო, თუ გაუვიდოდათ დღეს და თუ არ შეიკრიბებოდა აქ მრევლი, აუცილებლად მოვიდოდნენ.

დღევადელი აქციით ვიცავთ საპატრიარქოს, ახლა რომ არ იდგეს აქ სხვადასხვა ტაძრის მრევლი, აქ იდგებოდა პეტრეს განხეთქილების დაჯგუფება ისევ შეურაცხმყოფელი განცხადებებით.

გვიახლოვდება 17 მაისი და დადგება დრო, რომ ჩვენი ზნეობრივი ინტერესების დაცვაც მოგვიწევს. ქართველობამ ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებაში უნდა მოიყვანოს ზნეობრივად ისეთი გაწონასწორებული ადამიანები, რომლებიც თავად დაიცავენ ეროვნულ ინტერესებს და არ მოუწევს მრევლს იმის გაკეთება, რისი ფუნქციაც ხალხისგან აქვს მიცემული ხელისუფლებას.

დღეს რასაც ვხედავთ, ჩვენი პოლიტიკური ელიტა მოღალატე თავადებს ჰგავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში დარბოდნენ და საწრმუნოებასაც კი იცვლიდნენ და ყურმოჭრილ მონობას უმტკიცებდნენ ბატონებს, რომ მათზე გაკეთებულიყო ფსონი ქვეყანაში და დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში. ზუსტად ასეა დღესაც. ერთმანეთს ასე უღირსად აბეზღებენ და დარბიან ამ ფასილიტატორებთან და ეხვეწებიან, რომ მე უფრო შევასრულებ ყველა შენს კაპრიზს, ოღონდ ჩემზე გააკეთე ფსონი და დამტოვე ხელისუფლებაში.

ასეთ უღირს მდგომარეობაში ქართველებმა თავი არ უნდა დავიყენოთ. სისტემა, როდესაც გთავაზობს ცუდსა და უარეს შორის არჩევანს და შენ როდესაც, უარეს არ ირჩევ, ნაცების დაბრუნების შიშით ოცნებას აძლევ ხმას, მერე უკვე შეურაცხყოფილი უნდა იყო, რომ შენი რჩეული ახვეწება ნაცებს, რომ პარლამენტში შევიდნენ”.- განაცხადა საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციის მონაწილემ ლევან ჩაჩუამ “ფორტუნასთან”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g