LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიცი, რომ ბევრი კითხულობთ… ამით ვართ ახლა დაკავებული და ამ ყველაფერმა უკვე მოიტანა შედეგი, ჩათვალეთ, ეს არის პირველი ეტაპი“ – რას წერს ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე

142
ზურაბ ჯაფარიძე

„გეგმა რა არის (ჩემი აზრით), ვიცი რომ ბევრი კითხულობთ: ახლა, ამ დღეებში გვაქვს ერთადერთი ამოცანა – რუსებისთვის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების ლეგიტიმაციის არ დაშვება, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარედან“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბ ჯაფარიძე იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომელსაც ოპოზიცია დგამს იმისათვის, რომ ცატარებული საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ცნონ:

„რას ვაკეთებთ ამისთვის:

1. გუშინდელი აქცია იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ, შიგნით თუ გარეთ დაინახა, (და კიდევ დაინახავს) რომ მოქალაქეები არ აღიარებენ ამ რიცხვებს და აპირებენ ბოლომდე ბრძოლას (სიტყვა „ბოლომდე“ არის აქ მნიშვნელოვანი) თავისუფლებისთვის.

2. პრეზიდენტმა საჯაროდ, საერთაშორისო მედიის წინაშე განაცხადა, რომ ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია და არ სცნობს ცესკოს შედეგებს.

3. ოთხმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელთაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, ერთ ხმაში თქვეს, რომ არ აპირებენ ცესკოს რიცხვებზე დაყრდნობით შეკრებილი პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას, რადგან თვლიან, რომ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნები მოჰპარეს.

4. ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ისევე როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, აგროვებენ გაყალბების მტკიცებულებებს, ახარისხებენ, შიფრავენ გაყალბების სქემებს, აწვდიან ამ ყველაფერს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ამით ვართ ახლა დაკავებული და ამ ყველაფერმა უკვე მოიტანა შედეგი.

ოღონდ, ჯერ ეს საქმე ბოლომდეა მისაყვანი. ჩათვალეთ, ესაა პირველი ეტაპი.

რა იქნება ამის შემდეგ: იქნება ის, რასაც დავიმსახურებთ ჩვენი ბრძოლით, ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ. „ქოცები“ და რუსები დამარცხდნენ. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ. ეს მათაც იციან.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა და დაუყოვნებლივ დაიწყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან“ – ჯო ბაიდენი

ჩვენ მხარეს არის სიმართლე და ჩვენს მხარეს არიან მეგობრები, დემოკრატიული ქვეყნების სახით. მათ მხარეს არის უხეში ფიზიკური ძალა, დეზინფორმაციის მანქანა, პესკოვი, მედვედევი და სიმონიანი.

წინ გვაქვს ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადება (მანამდე გასაჩივრების პროცედურებია გასავლელი) და შემდეგ რუსების მცდელობა შეიკრიბონ და სცნონ ახალი პარლამენტის უფლებამოსილება. ჩათვალეთ ეს 2 მაილსთოუნია, არავის გვინდოდა, აქამდე რომ მისულიყო, მაგრამ მივიდა. ვიბრძოლებთ? ****“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

„[საქართველოში] წარმოადგინეს ნათელი მტკიცებულება, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას“ – ჰელსინკის კომისია

გეგმა რა არის (ჩემი აზრით), ვიცი რომ ბევრი კითხულობთ: ახლა, ამ დღეებში გვაქვს ერთადერთი ამოცანა – რუსებისთვის…

Posted by Zurab Girchi Japaridze on სამშაბათი, 29 ოქტომბერი, 2024

გიორგი გახარია – „ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g