5 დეკემბერს, პარიზში Victoria`s Secret-ის ტრადიციული შოუ გაიმართება. მარკის ახალ კოლექციას პოდიუმზე მსოფლიოს ყველაზე წარმატებული და სასურველი მოდელები წარმოადგენენ.
ამ დღეებში ლამაზმანები საფრანგეთის დედაქალაქს ესტუმრნენ. თვითმფრინავი, რომელმაც გოგონები დანიშნულების პუნქტში მიიყვანა, ბრენდის საფირმო ფერებსა სტილში იყო გაფორმებული.
ბუნებრივია, გოგონებმა ფოტოსესია მოაწყეს როგორც თვითმფრინავის შიგნით, ისე ტრაპთან და ფოტოები თაყვანისმცემლებს „ინსტაგრამზე“ გაუზიარეს.