LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Victoria’s Secret-ის შოუ წელს პარიზში გაიმართება

34

წელს Victoria’s Secret-ის შოუ ტრადიციულ ლოკაციას შეიცვლის და ნიუ-იორკის ნაცვლად  საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება.

5 დეკემბერს, პარიზში ყოველწლიური ჩვენების გამართვა იგეგმება, რომლის ტრანსლირებაც  190 ქვეყანაში მოხდება. უკვე დადასტურებულია, რომ წლევანდელ პოდიუმზე ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ლილი ოლდრიჯი, ელზა ჰოსკი, ტეილორ ჰილი და ბრენდის სხვა „ანგელოზები“ გამოჩნდებიან. რაც შეეხებათ კენდის სვეინპოლსა და ბეჰატი პრინსლუს, მოდელები დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ შოუ სხვა ადგილას იმართება. შარშან წლის ერთ-ერთი ულამაზესი ჩვენება ლონდონში შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები