Victoria’s Secret-ის წვეულება ჩინეთის პოლიციამ ჩაშალა. შეგახსენებთ, რომ „ანგელოზთა შოუ” წელს შანხაიში გაიმართა, რაც სავარაუდოდ, არც თუ ისე სწორი გადაწყვეტილება იყო. ჯერ იყო და 5 მოდელს ვიზა არ მისცეს, შემდეგ ამას მოყვა რამდენიმე შემსრულებელი, ცნობილი ბლოგერები თუ კრიტიკოსები, რომლებიც შოუს ჩინეთის უარის გამო ვეღარ დაესწრნენ. თუმცა, ჩვენება მაინც შედგა და ლამაზმანებმა ყველაფერი ისე გააკეთეს როგორც საჭირო იყო. ხოლო, მოგვიანებით ყველანი შოუს შემდგომ წვეულებაზე გაემართნენ, მაგრამ მხიარულება ამ შემთხვევაშიც არ დასცალდათ. შუაღამემეს ადგილზე პოლიცია მივიდა, მუსიკა გამორთო და სტუმრებს დაშლისკენ მოუწოდა. თუ რა გახდა სამართალდამცავთა გადაწყვეტილების მიზეზი – უცნობია.