თეთრეულის ბრენდი Victoria’s Secret სკანდალში გაეხვა: ცოტა ხნის წინ მარკამ ყველაზე სექსუალური ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ბრენდს ბევრი ახალგაზრდა, ზედმეტად გამხდარი და თეთრკანიანი მოდელის არჩევაში ადანაშაულებენ.
ყველაზე სექსუალურ მსახიობად მენდი მური დასახელდა. კატეგორიაში „მუდამ სექსუალური“ მარგო რობიმ გაიმარჯვა, ხოლო სექსუალური იუმორისთვის ბილი ლურდი დასახელდა.
რეიტინგში ასევე ტეილორ სვიფტი, ლედი გაგა, პრიანკა ჩოპრა, კრისი ტეიგენი და სხვა ლამაზმანები მოხვდნენ.