კლინიკა „ბომონდი“ სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს – 10-წლიანი ლოდინის შემდეგ, 46 წლის ქეთევან ჩოგოვაძე პირველი შვილის დედა გახდა.
ახალშობილს გურამი დაარქვეს. დედა-შვილის კადრებს კლინიკა „ბომონდი“ „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
„46 წლის ქეთევან ჩოგოვაძე, პირველი შვილის დედა გახდა. დაიბადა კიდევ ერთი ბომონდელი, გურამ ვაშაყმაძე.
10-წლიანი ოცნების ბედნიერი დასასრული, სიხარულის ცრემლები და ემოცია, რომელიც გადამდებია.
ბედნიერების ძლივს დატეული კადრები ბომონდიდან, სადაც სიტყვები უბრალოდ ზედმეტია“, – წერს კლინიკა „ბომონდი“.
