LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 100 ათას დოლარიანი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, ჯენიფერ ენისტონს სახის კუნთები არ ემორჩილება

825
ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონი ლოს-ანჯელესში „ემმის“ ცერემონიას დაესწრო, სადაც მან კოლეგებთან ერთად, პოპულარული სერიალი „დილის შოუ“ წარადგინა. 55 წლის ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა ბორდოსფერ კაბაში, რომელიც ულამაზესი წითელი ყვავილებით იყო გაფორმებული. 

ეს ჯენიფერ ენისტონის პირველი საჯარო გამოსვლაა მას შემდეგ, რაც მსახიობი რამდენიმე თვის წინ პაპარაცებმა პლასტიკური ქირურგიის კერძო კლინიკიდან გამოსვლისას გადაიღეს. სწორედ მაშინ გაჩნდა ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავმა, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რომლის ღირებულებაც 100 ათასი დოლარია.

ამჯერად განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ენისტონის სახის მიმიკებმა. მედიაში წერენ, რომ სავარაუდო პლასტიკური ჩარევების გამო, მას სახის კუნთები არ ემორჩილება.

პლასტიკური ქირურგის კაბინეტის სტუმრობის შემდეგ, ჯენიფერ ენისტონმა და სანდრა ბულოკმა „ბროდვეის თეატრში“ გაინავარდეს

სანდრა ბულოკი და ჯენიფერ ენისტონი ცნობილი პლასტიკური ქირურგის კაბინეტიდან გამოსვლის დროს გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები